უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები – FlyUIA თავის პარტნიორებს უკრაინის ფარგლებს გარეთ ჩარტერული და ჰუმანიტარული ფრენების შესრულებას და ასევე “სველი ლიზინგით” თანამშრომლობას სთავაზობს.
როგორც ავიაკომპანიის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ქვეყანაში საომარი მდგომარეობისა და უკრაინის საჰაერო სივრცის დახურვის პირობებში, FlyUIA ცდილობს საკუთარი ოპერაციები შეინარჩუნოს, რათა უკრაინის ეკონომიკურ სტაბილურობაში საკუთარი წვლილი შეიტანოს.
FlyUIA წარმატებით გადის პერიოდულ აუდიტს საექსპლუატაციო უსაფრთხოების თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისობის (IOSA) დადგენის მიზნით, რომელიც ავიაკომპანიის მოღვაწეობის ყველა ასპექტს მოიცავს.
ახლა კი FlyUIA-ს აქვს შესაძლებლობა, საკუთარი პარტნიორებისთვის უკრაინის ფარგლებს გარეთ ჩარტერული და ჰუმანიტარული ფრენებით და “სველი ლიზინგის” ხელშეკრულებებით, უკრაინის ეკონომიკაში გარკვეული წვლილი შეიტანოს
ჩვენი თვითმფრინავის გამოყენებით, თქვენ მხარს უჭერთ FlyUIA-ს ოპერირებას ომის დროს და ეხმარებით გადასახადების გადახდას უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტში”, აცხადებენ ავიაკომპანიაში.
მათ ვისაც სურს, რომ FlyUIA-ს შეთავაზება მიიღოს და მისი ამ დროისათვის არსებული სერვისებით ისარგებლონ უნდა დაუკავშირდეთ ავიაკომპანიას შემდეგნაირად:
ჩარტერული ფრენების განხორციელებისათვის, ეს იქნება ერთჯერადი თუ მრავალჯერადი ჩარტერები უნდა გაგზავნოთ მოთხოვნა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე Charter@flyuia.com ან დაუკავშირდეთ ავიაკომპანიას შემდეგ ნომერზე: +380978746332.
ჰუმანიტარული ფრენების განხორციელებისათვის და ჰუმანიტარული ტვირთის გადაზიდვის მიზნით კი უნდა გაგზავნეთ მოთხოვნები ელექტრონული ფოსტის მისამართზე salescargo@flyuia.com, ან დაუკავშირდეთ ტელ. +380504146255.
“სველი ლიზინგის” ხელშეკრულებებისთვის კი გაგზავნეთ მოთხოვნები Churyumov.Yevgen@flyuia.com და Grytsenko.Sergii@flyuia.com, ან დარეკეთ ტელ. +380937679918, +380504429093.