უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები FlyUIA სატარიფო კონცეფციას ცვლის. კომპანიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ეს იქნება ახალი პროდუქტი ფასების ახალი ტექნიკით.

“ვინარჩუნებთ ჩვენი ტარიფების მიმზიდველობას ფასების თვალსაზრისით”, აცხადებენ FlyUIA-ში. 

კომპანია ეკონომ და ბიზნეს-კლასებში თითო სატარიფო შეთავაზებაზე გადადის. ფრენის თარიღის შეცვლისას, თავისუფალი ადგილის გადამოწმება ხდება თავდაპირველად შეძენილი ტარიფის გათვალისწინებით. შესაბამისად, არ ხდება საჯარიმო სანქციების ან სერვისის მოსაკრებელის გამოყენება, თუმცა შესაძლოა, მომხმარებელს ტარიფებს შორის სხვაობის გადახდა მოუწიოს.