უმსხვილესი ავიაკომპანია Turkish Airlines-ი აცხადებს, რომ ევროლიგასთან თანამშრომლობას, როგორც ტურნირის ტიტულოვანი სპონსორი, აგრძელებს. 

“ევროლიგასთან ჩვენი თანამშრომლობა გრძელდება. ავიაკომპანია Turkish Airlines-ისა და ევროლიგის თანამშრომლობა 10 წელზე მეტს ითვლის. მხარეებს შორის არანაირი პრობლემა არ არსებობს. ჩვენ ევროლიგის ხელმძღვანელობასთან ერთად მუშაობის გაგრძელების გადაწყვეტილება მივიღოთ. ჩვენ მალე საინტერესო ამბებით წარვდგებით”, – განაცხადა Turkish Airlines-ის წარმომადგენელმა იახი უსტუნმა.

უკვე ცნობილია, რომ მხარეებს შორის თანამშრომლობა მინიმუმ 2025 წლამდე გასტანს.