უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები – FlyUIA – მზადაა, საკუთარი თვითმფრინავები ბორისპოლის აეროპორტში გადაღებებისთვის, კონფერენციების მოსაწყობად, ექსკურსიებისათვის და დამკვეთის სხვა მოთხოვნების შესაბამისად გააქირაოს. 

დაქირავებისთვის ხელმისაწვდომია FlyUIA-ს ყველა ტიპის თვითმფრინავი. საშუალო მაგისტრალური Embraer 190, Embraer 195 და Boeing 737 მსურველს საათში 1500 დოლარად შეუძლია იქირაოს. ხოლო გრძელ მაგისტრალური Boeing 767-სა და Boeing 777-ის დაქირავება ოდნავ ძვირი, საათში 2000 დოლარია.

თვითმფრინავების გადაღებებისთვის გამოყენება შესაძლებელია პარკინგის ადგილებში ან ტერმინალების მახლობლად.

გარდა ამისა, FlyUIA მზადაა მომხმარებელს მიაწოდოს აეროდრომის აღჭურვილობა. კიბის (ტრაპის) დაქირავება საათში 30 დოლარია, ავტობუსი საათში 42 დოლარი, ხოლო Push Back საათში 60 დოლარი.

გადაღებები შესაძლებელია დაკონსერვებულ B ტერმილშიც და ასევე F ტერმინალში. შენობის მახლობლად, 3 საათი 422 დოლარი ეღირება, ხოლო უშუალოდ აეროპორტის კომპლექსი გადაღებებისთვის ან სხვა მიზნით გამოყენება 3 საათის განმავლობაში 527 აშშ დოლარია.