უკრაინული ავიაკომპანია FlyUIA-ს თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. გავრცელებული ინფორმაციით, Boeing-737 თეირანის აეროპორტიდან აფრენიდან ზუსტად 2 წუთში ჩამოვარდა.

ირანის ტელევიზიის ცნობით, ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი დაიღუპა. ავიაკატასტროფის დროს ბორტზე 180 ადამიანი იმყოფებოდა. წინასწარი ვერსიით, ავიალაინერს ტექნიკური პრობლემები ჰქონდა.​

FlyUIA თეირანიდან კიევის მიმართულებით ასრულებდა რეისს.