ბორისპოლის აეროპორტში, ავიაკომპანია FlyUIA-ს ანტალია-კიევის რეისის მგზავრმა საჰაერო ხომალდის საავარიო გასასვლელი გახსნა და სუფთა ჰაერისთვის თვითმფრინავის ფრთაზე გავიდა
მეთაურმა, ინსტრუქციის მიხედვით, უმალვე გამოიძახა საავიაციო უსაფრთხოების, საბაჟო სამსახურის და აეროპორტის პოლიციის თანამშრომლები
პოლიციის თანამშრომლები შეეცადნენ მგზავრის ქმედების მიზეზის გაგებას, თუმცა ადეკვატური პასუხი ვერ მიიღეს. დადგინა ისიც, რომ მგზავრი ალკოჰოლური ან ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ არ იმყოფებოდა. თავის მხრივ კი ავიაკომპანიამ აღნიშნული მგზავრი, რომელმაც ანტალა-კიევის რეისის დასრულების შემდეგ საავარიო გასასვლელი თვითნებურად გახსნა “შავ სიაში” შეიყვანა. სამომავლოდ FlyUIA აღნიშნული მგზავრის ტრანსპორტირებას აღარ მოახდენს.