FlyUIA-ს კუთვნილი Boeing 737-800-ის ავიაკატასტროფის მიზეზი ძრავის აალება გახდა, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას IRNA-ს იმამ ჰომეინის სახელობის აეროპორტში უდასტურებენ. გავრცელებული ინფორმაციით, Boeing-737 თეირანის აეროპორტიდან აფრენიდან ზუსტად 2 წუთში ჩამოვარდა.

ირანის საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსის ინფორმაციით თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი ტექნიკური პრობლემებია და სხვა მიზეზი არ არსებობს.

ავიაკატასტროფის დროს ბორტზე 167 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი იმყოფებოდა. ყველა დაღუპულია. FlyUIA თეირანიდან კიევის მიმართულებით ასრულებდა რეისს.