უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების FlyUIA-ს კუთვნილი Boeing 777-200ER-ები ტექნიკურად მზად არიან, რომ ბორტზე Wi-Fi სერვისი გაეშვას, თუმცა ამ დრომდე სერვისის არ ქონა სარეგულატორო საკითხებს უკავშირდება.
როგორც FlyUIA-ს პრეზიდენტმა იური მიროშნიკოვმა განაცხადა, რომ უკრაინისათვის ახალი სერვისი, FlyUIA-ს ბორტებზე თანამგზავრული ინტერნეტის გაშვება ჯერ კიდევ Boeing 777-200ER-ს მიწოდებაზე დადებული კონტრაქტების დადებამდე იყო დაგეგმილი. როგორც მიროშნიკოვი განმარტავს, დღემდე მსგავსი სერვისი უკრაინულ ავიაკომპანიებს საკუთარი მგზავრებისთვის არ შეუთავაზებიათ და ამიტომ უკვე დროა უკრაინის შესაბამის კანონმდებლობა ევროპულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოვიდეს.