უკრაინის უმსხვილესმა ავიაკომპანია FlyUIA-ს ახალი პრეზიდენტი ჰყავს. (ავიაკომპანია ქვეყნის უმსხვილესი ავიაკომნპანიის სტატუსის მატარებელი რუსეთ-უკრაინის ომამდე იყო).
აღნიშნულ პოსტზე ევგენი დიხნე კირილ ზვონარევმა ჩაანაცვლა, რომელიც 2014 წლიდან 2022 წლამდე ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტის გენერალური დირექტორის მოადგილის პოსტს იკავებდა.
როგორც FlyUIA-ს პრესსამსახური იტყობინება შესაბამისი საკადრო გადაწყვეტილება დიხნეს კონტრაქტის დასრულების შემდეგ მიიღეს, რომელიც FlyUIA-ს 2019 წლის სექტემბრიდან ხელმძღვანელობდა.
2017 წლიდან ის ასევე იყო ბორისპოლის გენერალური დირექტორის მოადგილე, უფრო ადრე კი, 2014 წლის სექტემბრიდან 2017 წლის მარტამდე ხელმძღვანელობდა ქვეყნის ამ უდიდეს აეროპორტს, როგორც დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.
ომის დაწყების შემდეგ FlyUIA-ს მსურველებს საკუთარი თვითმფრინავები, რომლებიც არ იყო დაბლოკილი უკრაინის აეროპორტებში, ჩარტერული და ჰუმანიტარული ფრენებისთვის სველი ლიზინგით შესთავაზა.