FlyUIA-მ თეირანის მიმართულებით ავიარეისები შეაჩერა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ავიაკომპანიის ხელმძღვანელმა გააჟღერა. კომპანიის ცნობით, ფრენების გადადება მოხდა განუსაზღვრელი ვადით.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით FlyUIA-ს კუთვნილმა Boeing 737-800-მა ავიაკატასტროფა განიცადა, რომლის მიზეზიც სავარაუდოდ ძრავის აალება გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, Boeing-737 თეირანის აეროპორტიდან აფრენიდან ზუსტად 2 წუთში ჩამოვარდა.
ავიაკატასტროფის დროს ბორტზე 167 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი იმყოფებოდა. ყველა დაღუპულია. FlyUIA თეირანიდან კიევის მიმართულებით ასრულებდა რეისს.