უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები FlyUIA-მ 2021 წლის პირველ ნახევარში 1 088 928 მგზავრს მოემსახურა, რაც 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8%-ით მეტია, თუმცა 71%-ით ნაკლები 2019 წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებლებთან მიმართებაში.

2021 წლის 6 თვეში FlyUIA-მ ​ჩარტერული რეისებით 713564 მგზავრი გადაიყვანა, მაშინ როდესაც 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში ავიაკომპანიამ ჩარტერული რეისებით 83 470 მგზავრი გადაიყვანა, ხოლო 2019 წლის 6 თვეში – 433 888 მგზავრი.

ნახევარი წლის განმავლობაში FlyUIA რეგულარული რეისებით 375 346 მგზავრს მოემსახურა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ავიაკომპანიამ რეგულარული რეისებით 917 359 მგზავრი გადაიყვანა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 3 384 536 მგზავრი.

2021 წლის  პირველ ნახევარში FlyUIA-მ 1 937 ტონა ტვირთი გადაიტანა, რაც 45%-ით ნაკლებია 2020 წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებლებთან შედარებით, ხოლო 2019 წლის პირველ ნახევარში კი 82%-ით ნაკლები.