საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია (IATA) განმარტავს, რომ 2020 წელი ავიაციის ისტორიაში ყველაზე რთული წელი იყო. COVID-19-ის გამო გამოწვეული საავიაციო კრიზისის პირობებში 2020 წელს მსოფლიოში სხვადასხვა ავიაკომპანიების მიერ სულ გადაყვანილია 1,8 მლრდ მგზავრი, რაც 60,2%-ით ნაკლებია 2019 წლის მონაცემებთან შედარებით.

2020 წელს ერთ მგზავრზე საშუალო ზარალმა 71.7 აშშ დოლარი შეადგინა, რაც საერთო ჯამში 126.4 მლრდ აშშ დოლარის ზარალია. 

იმავდროულად 2020 წელს დატვირთულობის კოეფიციენტი 65,1%-მდე შემცირდა. 2019 წლის მაჩვენებლებით კი დატვირთულობის კოეფიციენტი 82,5%-ი იყო.