უკრაინის საერთაშორისო ავიახაზებმა FlyUIA-მ COVID-19-ის ფონზე შეჩერებული ფრენების შემდეგ,  ბილეთების გაყიდვა განაახლა. როგორც უკრაინული მედია წერს, ამ დროისათვის ავიაკომპანიამ ავიაბილეთების გაყიდვები დაიწყო 4 მიმართულებაზე, ესენია: გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ისრაელი და აშშ.

აღნიშნულ მიმართულებებზე ფრენები 23 მაისიდანაა ჩანიშნული და შესაბამისად ავიაკომპანიის საიტზე შესაძლებელია ბილეთების ყიდვა კიევიდან ბერლინის, ლონდონის, თელ ავივისა და ნუ იორკის მიმართულებებზე.