უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების FlyUIA-ს სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, ავიაკომპანია 2022 წელს უკრაინიდან აშშ-სა და კანადის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს აღადგენს. საუბარია კიევი-ნიუ იორკი-კიევის და კიევი-ტორონტო-კიევის მიმართულებებზე. ფრენები გრძელმაგისტრალური Boeing 777-200ER-ით შესრულდება. სწორედ ამიტომ ავიაკომპანიას ამ მოდელის თვითმფრინავების ფლოტში დაბრუნება სურს. 

აღსანიშნავია, რომ FlyUIA ნიუ-იორკის და ტორონტოს მიმართულებზე მომავალი წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონისთვის ბილეთებს უკვე ყიდის, სადაც მითითებულია რომ ფრენები Boeing 777-200ER-ით შესრულდება.