უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები FlyUIA საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენების აღდგენიდან ერთი თვის თავზე, რეისების რაოდენობას აორმაგებს. როგორც AviaNews-ს FlyUIA-ს საქართველოს წარმომადგენლობაში განუცხადეს, 1-ლი მარტიდან FlyUIA კიევი-თბილისი-კიევის საჰაერო ხაზზე ფრენებს კვირაში 4 სიხშირით განახორციელებს.
ფრენები კიევი-თბილისის მიმართულებაზე ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს პარასკევს და კვირას, ხოლო თბილისი-კიევის მიმართულებაზე კი ყოველ ორშაბათს, სამშაბათს ხუთშაბათს და შაბათს შესრულდება
უფრო კონკრეტულად:
რეისი PS 517 კიევი (KBP) 20:30 საათი – თბილისი (TBS) 01:15 საათი – კვირის დღეები: 1, 3, 5, 7.
რეისი PS518 თბილისი (TBS) 07:00 საათი – კიევი (KBP) 08:05 საათი – კვირის დღეები: 1, 2, 4, 6.
რეისები დაგეგმილია ისე, რომ თბილისიდან წასულმა მგზავრმა მაქსიმალურად კომფორტულად იმგზავროს კიევის გავლით ყველა იმ მიმართულებაზე, სადაც დღეისათვის FlyUIA ასრულებს ფრენებს.
ამ დროისათვის საქართველო უკრაინისთვის “მწვანე ზონაშია”, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოდან ჩასულ მგზავრს უკრაინაში სავალდებულო თვითიზოლაცია აღარ შეეხება.
უფრო მეტი დეტალი უკრაინაში შესვლის წესების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ:
ხოლო სადაზღვევო პოლის შეიძენა შეგიძლიათ FlyUIA -ს ვებ გვერდზე ბმულით Оформить страховой полис – официальный сайт МАУ (Грузия) (flyuia.com)
გაითვალისწინეთ, რომ მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდის ფონზე, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის გაგრძელების ან განახლების კუთხით.
გამომდინარე იქედან, რომ COVID-19 პანდემიის პირობებში ავიაციის სექტორისთვის ვითარება რთულად პროგნოზირებადია, მგზავრებმა მოგზაურობის დაგეგმვის დროს სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ და ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს.