მარტიდან უკრაინული ავიაკომპანია SkyUp Airlines-ი საქართველოს მიმართულებით სიხშირეების რაოდენობას აორმაგებს. როგორც SkyUp Airlines-ის გენერალური აგენტი კომპანია “ავიაქსელი” განმარტავს, მარტიდან ხუთშაბათის და კვირის რეისებს დაემატება კიდევ ორი რეისი, ყოველ სამშაბათს (2 მარტიდან) და პარასკევს (19 მარტიდან).

გაითვალისწინეთ, რომ მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდის ფონზე, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის გაგრძელების ან განახლების კუთხით. 

გამომდინარე იქედან, რომ COVID-19 პანდემიის პირობებში ავიაციის სექტორისთვის ვითარება რთულად პროგნოზირებადია, მგზავრებმა მოგზაურობის დაგეგმვის დროს სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ და ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს.

ამ დროისათვის საქართველო უკრაინისთვის “მწვანე ზონაშია”, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოდან ჩასულ მგზავრს უკრაინაში სავალდებულო თვითიზოლაცია აღარ შეეხება.