უკრაინული ავიაკომპანია Ukraine International Airlines-ი (FlyUIA) თბილისიდან განხორციელებულ ავიარეისებზე ფასდაკლებების აქციას აცხადებს. საქართველოს წარმომადგენლობაში განმარტავენ, რომ აქცია შეეხება ევროპის რამდენიმე ქალაქის და ასევე ნიუ-იორკის მიმართულებით დაგეგმილ ავიარეისებს (კიევის გავლით). აქციის ფარგლებში ბილეთები ხელმისაწვდომი იქნება 23 სექტემბრიდან 13 ოქტომბრამდე, რომლის ფარგლებშიც მოგზაურობა 2019 წლის 4 ნოემბრიდან 2020 წლის 29 თებერვლამდე პერიოდი უნდა დაიგეგმოს.
საგულისხმოა, რომ ფასდაკლება არ შეეხება 2019 წლის 24 დეკემბრიდან 2020 წლის 12 იანვრამდე დაგეგმილ ავიარეისებს.
აქციის ფარგლებში ავიაბილეთის ღირებულება ასე გამოიყურება:*ფასი – EUR მოიცავს აეროპორტის მოსაკრებელს
** ტარიფები რანგირებულია FlyUIA-ს სატარიფო გეგმების მიხედვით (Economy Lite, Economy Standard, Economy Premium), რომელზედაც დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე.
(RT- ერთი გზა, OW – ორ მხრივი ავიაბილეთი)