უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები (FlyUIA) პოპულარულ ევროპულ მარშრუტებზე საჰაერო ხომალდების ტევადობას ზრდის. როგორც ავიაკომპანიაში განმარტავენ, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი ზოგიერთი უცხოური ავიაკომპანიის მიერ უკრაინის მიმართულებით ფრენების დროებითი გაუქმება. ამრიგად, FlyUIA სრულად უზრუნველყოფს მიმდინარე მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

ამჟამად, FlyUIA-ს მარშრუტების ქსელი მოიცავს ევროპის ყველა ძირითად მიმართულებას და მგზავრებს შეუძლიათ მგზავრობა მიუნხენის (MUC), ლონდონის (LGW), პრაღის (PRG), ბარსელონის (BCN), ლარნაკას (LCA), მილანის (MXP), ჟენევას (GVA), ვილნიუსის (VNO) და კიშინიოვის (KIV) მიმართულებით.

“FlyUIA ახორციელებს ყოველდღიურ რეისებს პარიზის (CDG) და ამსტერდამის (AMS) მიმართულებით, შესაბამისად KLM/Air France-თან FlyUIA-ს კოდის გაზიარების პარტნიორობის წყალობით, მგზავრებს აქვთ შესაძლებლობა, ძირითადი ევროპული ჰაბებით, მოსახერხებელი ტრანზიტით ისარგებლონ” – განაცხადა FlyUIA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ევენი დიხნემ უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე.

გარდა ამისა, FlyUIA და მისი პარტნიორი ავიაკომპანია უზრუნველყოფს მოსახერხებელ კავშირებს ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტის გავლით დნეპრთან (DNK), ხარკოვთან (HRK), ლვოვთან (LWO), ოდესასთან (ODS), ზაპოროჟიესთან (OZH).

როგორც FlyUIA-ში განმარტავენ, ფრენის უსაფრთხოება უზრუნველყოფილია რისკის შეფასების მკაცრი პროცედურებით.

“ყოველდღიურად სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებთან, მეიჯარეებთან, უკრაინის სახელმწიფო საავიაციო სამსახურთან ერთად ვაფასებთ სიტუაციას და ვაკეთებთ ყველაფერს, რაც აუცილებელია მგზავრების უსაფრთხოებისთვის”, აცხადებენ ავიაკომპანიაში.