უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები FlyUIA 29 წლის გახდა. ამიტომ ავიაკომპანიამ საკუთარი დაბადების დღის აღსანიშნავად გადაწყვიტა, საკუთარ მომხმარებლებს კიდევ ერთი ფასდაკლების აქცია შესთავაზოს, რომელიც კიევი-თბილისი-კიევის მიმართულებასაც ეხება. აქციის ფარგლებში ბილეთების შეძენა 29 ნოემბრამდე უნდა მოხდეს, ხოლო მოგზაურობა 23 დეკემბრამდე დაიგეგმოს.

როგორც ცნობილია FlyUIA-ს ეკონომ კლასის სატარიფო პოლიტიკა სამი სახის ტარიფზეა გათვლილი: Lite, Standard და Premium-ი. შესაბამისად თბილისი-კიევი-თბილისის მიმართულებაზე ავიაბილეთის ფასებიც ასე გამოიყურება: 

Economy Lite – ერთი გზა 42 ევროდან, ორი გზა 81 ევროდან;

Economy Standard  – ერთი გზა 62 ევროდან, ორი გზა 122 ევროდან;

Economy Premium – ერთი გზა 93 ევროდან, ორი გზა 184 ევროდან;

აღნიშნული ფასები მოიცავს აეროპორტის მოსაკრებელსაც.

რაც შეეხება კიევი-თბილისი-კიევის  მიმართულებას პრომო აქცია ასე გამოიყურება: 

Economy Lite – ერთი გზა 44 დოლარიდან, ორი გზა 88 დოლარიდან;

Economy Standard  – ერთი გზა 67 დოლარიდან, ორი გზა 135 დოლარიდან;

Economy Premium – ერთი გზა 102 დოლარიდან, ორი გზა 205 დოლარიდან;

აღნიშნული ფასები მოიცავს აეროპორტის მოსაკრებელსაც.

დანიშნულების ქვეყნის ამჟამინდელი მოთხოვნების შესამოწმებლად ეწვიეთ IATA- ს ვებ https://www.iatatravelcentre.com/international-travel-document-news/1580226297.htm იზრუნეთ უსაფრთხოებაზე და კომფორტზე მოგზაურობისას, COVID -19– ზე ტესტირების ჩატარებით მისაღებ ფასად ჩვენს პარტნიორებთან – სამედიცინო ლაბორატორიებში „IMMD“  https://www.flyuia.com/ua/en/services/sale-of-pcr-tests და სადაზღვევო პოლისის შეძენით https://www.flyuia.com/ua/en/services/travel-insurance#world_and_euro_packages