ირლანდიურმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Ryanair-მა ლონდონის საფონდო ბირჟიდან დელისტინგი დაადასტურა. რაც ავიაკომპანიამ მაღალი საკომისიოებით, დაბალი საფონდო ვაჭრობით და Brexit-ის შემდეგ შემოღებული ახალი წესებით ახსნა.

ლონდონის საფონდო ბირჟაზე ავიაკომპანიის აქციებით ვაჭრობის ბოლო დღე 17 დეკემბერი იქნება, რის შემდეგაც კომპანია ექსკლუზიურად ირლანდიურ ბირჟაზე EuronextDublin-ზე გავა.

Ryanair-ის სპიკერმა აღნიშნა, რომ შუალედური შედეგებისა და აქციონერებთან მოლაპარაკებების შემდეგ, Ryanair-მა გადაწყვიტა მოითხოვოს ბირჟის ჩამონათვალიდან გაუქმება, რადგან ლონდონის საფონდო ბირჟაზე აქციებით ვაჭრობის მოცულობა არ ამართლებს დაკავშირებულ ხარჯებს და არ ითვალისწინებს სავაჭრო ლიკვიდურობის კონსოლიდაციას.