საუდის არაბეთის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Flynas-ი ფლოტის ზრდას გეგმავს. ხომალდების შეძენაზე ავიაკომპანია Airbus-თან აწარმოებს მოლაპარაკებებს. Flynas-ის მთელი ფლოტი მხოლოდ Airbus-ის თვითმფრინავებისგან შედგება. პოტენციური ახალი შეკვეთის დეტალები ჯერჯერობით არ გახმაურებულა.
ადრე, Flynas-მა ავიაპარკში 250 თვითმფრინავამდე ზრდის გეგმებზე განაცხადა. როგორც ცნობილია, კომპანიის დაფინანსებას საუდის არაბეთის მილიარდერი და სამეფო ოჯახის წევრი ალ-ვალიდ იბნ ტალალი უზრუნველყოფს.
საჰაერო გადაზიდვები ითვლება ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ სფეროდ საუდის არაბეთის ეკონომიკის დივერსიფიკაციისთვის. დაბალბიუჯეტიანი ავიაგადამზიდავის ფლოტის გაფართოება არის პასუხი საუდის არაბეთის სამეფოს რეგიონულ კონკურენტებში ინდუსტრიის განვითარებაზე.