თვითმფრინავის ბორტზე მყოფი მგზავრების ყველაზე ხშირი დარღვევა იყო მოწევა, ღვედის იგნორირება, ხელბარგის გადაჭარბება და თან მოტანილი ალკოჰოლის დალევა. ასეთი სტატისტიკა საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციამ (IATA) გაავრცელა, რომლის ექსპერტებმაც მსგავს ქცევას მიუღებლად უწოდეს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, 2022 წელს ჰაერში უმართავი მგზავრების ინციდენტების რაოდენობა 2021 წელთან შედარებით 37 პროცენტით გაიზარდა. გასულ წელს ყველაზე ხშირად, „დამნაშავეები“ უგულებელყოფდნენ უსაფრთხოების წესებს, შეურაცხყოფდნენ სხვა მგზავრებს ან ეკიპაჟის წევრებს და სვამდნენ ბორტზე. ფიზიკური ძალადობის შემთხვევები ძალიან იშვიათია, მაგრამ მათი რიცხვი 2021 წელთან შედარებით 61 პროცენტით გაიზარდა.

„არ არსებობს საბაბი ეკიპაჟის ინსტრუქციების უგულებელყოფისთვის”, – განაცხადა IATA-ს გენერალური დირექტორის მოადგილემ კონრად კლიფორდიმ.