საუდის არაბეთის სამეფოს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Flynas-ი, რომელიც საქართველოს საავიაციო ბაზარზე გასულ წელს შემოვიდა, რიადი-ბათუმი-რიადის მიმართულებით ოპერირებას სექტემბრის ბოლომდე გააგრძელებს.

ავიაკომპანია აღნიშნულ მიმართულებაზე რეგულარული რეისებს 2019 წლის 2 ივნისიდან 31 აგვისტომდე ასრულებდა, ხოლო განახლებული განრიგის შესაბამისად, ფრენები რიადი-ბათუმი-რიადის საჰაერო ხაზზე 30 სექტემბრამდე გაგრძელდება. ავიარეისები დღეიდან, კვირაში 3 სიხშირით (ოთხშაბათი, პარასკევი, კვირა) Airbus A319 და A320 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, “Flynas”-ს საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა 2019 წლის 3 სექტემბერს მიენიჭა.