flydubai ზაფხულში თვეში 9500 რეისს განახორციელებს – ავიაკომპანია რეისებს ამატებს საქართველოს მიმართულებითაც
დუბაიში დაფუძნებული ავიაკომპანია flydubai ემზადება ყველაზე დატვირთული ზაფხულისთვის; მოსალოდნელია, რომ 1 ივნისიდან 30 სექტემბრამდე 4,5 მილიონზე მეტი მგზავრი ისარგებლებს კომპანიის მარშრუტების ქსელით (117 მიმართულება 52 ქვეყანაში).
21 ივნისიდან flydubai დაიწყებს ფრენებს ზაფხულის ცხრა სეზონურ მიმართულებაზე, მათ შორის ბათუმში (საქართველოში).
გადამზიდველმა ზოგიერთ მარშრუტზე, გადაზიდვების მოცულობა 20%-ით გაიზარდა, რათა დააკმაყოფილოს მგზავრობის მოთხოვნა ადჰა-ბაირმის არდადეგების პერიოდში 24 ივნისიდან 2 ივლისამდე. მათ შორისაა ბაქო, თბილისი და ერევანი.
საერთო ჯამში, მთლიანი ქსელის ტევადობა 33%-ით გაიზარდა. თვეში საშუალოდ 9400 ფრენა იგეგმება.
წლის დასაწყისიდან flydubai-მ შვიდი ახალი თვითმფრინავის მიიღო, რითაც თავისი Boeing 737NG\MAX მონო-ფლოტი 79 ერთეულამდე გაზარდა.