არაბეთის გაერთიანებული საამიროების ავიაკომპანია flydubai-მ ჩეხურ Smartwings-თან ოთხ Boeing 737-800-ზე სველი იჯარის ხელშეკრულება გააფორმა.
შეთანხმება ACMI სქემით (თვითმფრინავი, ეკიპაჟი, ტექნიკური მომსახურება, დაზღვევა) ხელს შეუწყობს დუბაის ავიაკომპანიის 68 Boeing 737-ის ფლოტს მაღალი სეზონის განმავლობაში (2022 წლის 17 ნოემბრიდან 2023 წლის 16 იანვრამდე).
ეს არის მეორე ასეთი შეთანხმება გადამზიდავებს შორის (მათი თანამშრომლობის პირველი გამოცდილება იყო 2019 წლის ბოლოს – 2020 წლის დასაწყისში)
flydubai ოპერირებს 32 ერთეული B-737-800-ით, 33 ერთეული B-737MAX-8-ით და 3 ერთეული B-737MAX-9-ით, რომლებიც აშშ-შია აწყობილი.