1 ივლისს, ავიაკომპანია flyadeal თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი პირდაპირი ფრენა, რიადი-თბილისის მიმართულებით შეასრულა.

ჩამოფრენილ 171 მგზავრს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი, TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი და ავიაკომპანიის წარმომადგენლები დახვდნენ. ავიაკომპანია აღნიშნული მიმართულებით ფრენებს კვირაში ოთხი სიხშირით შეასრულებს. ზაფხულის სეზონზე flyadeal პირდაპირ რეგულარულ რეისებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საუდის არაბეთის სამი ქალაქიდან: ჯედადან, რიადიდან და დამამიდან განახორციელებს.
ამ დრომდე აღნიშნული სამი მიმართულებით ფრენებს ავიაკომპანია Flynas კვირაში 18 სიხშირით ასრულებდა.