ყაზახური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია FlyArystan მიიღებს საკუთარ ექსპლუატანტის სერტიფიკატს, მაგრამ ეს არ გამოიწვევს აქციონერთა სტრუქტურაში ცვლილებას, განაცხადა „დედა“ კომპანია Air Astana-ს პრეზიდენტმა პიტერ ფოსტერმა.
„FlyArystan არის Air Astana-ს 100% შვილობილი კომპანია და ამ სტატუსის შეცვლა აბსოლუტურად არ იგეგმება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვეში (FlyArystan) მიიღებს საკუთარ სერტიფიკატს. ეს არის შესაბამისობა მარეგულირებელის მოთხოვნებთან და დაკავშირებულია ფრენების უსაფრთხოებასთან და არანაირად არ არის დაკავშირებული კორპორატიულ აქციონერთა სტრუქტურის ცვლილებასთან“, – თქვა ფოსტერმა.
როგორც ცნობილია ოპოზიციური პარტიის „აკ ჟოლ“-ის დეპუტატებმა განაცხადეს, რომ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია FlyArystan-ის გატანა უნდა მოხდეს Air Astana–ს შემადგენლობიდან და ამის შემდეგ განხორციელდეს მისი პრივატიზაცია. დეპუტატებმა ასევე მოითხოვეს FlyArystan ბილეთების ფასების შემცირება, რაც უფრო ხელმისაწვდომი გახდება მოქალაქეებისთვის
გასული წლის ოქტომბერში პრემიერ-მინისტრმა ალიხან სმილოვმა განაცხადა, რომ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია FlyArystan Air Astana-ს გამოეყოფა.
Air Astana არის სამრუქ-კაზინას სახელმწიფო ფონდისა და BAE Systems-ის ერთობლივი საწარმო (შესაბამისად, აქციების 51% და 49%).