თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს განმარტებით, ყაზახური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია FlyArystan-ის საჰაერო ხომალდი, რომელიც ასტანა-ქუთაისის რეისს ასრულებდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა. აღნიშნულის მიზეზი კი ამჯერად ქუთაისში ცუდი მეტეოროლოგიური პირობებია.

FlyArystan-მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარედ რამდენიმე წრე დაარტყა და საბოლოოდ თბილისში დაჯდომის გადაწყვეტილება მიიღო.