ბულგარულმა ავიაკომპანია Bulgaria Air-მა უკრაინაში ფრენები შეაჩერა. ავიაკომპანიამ სოფია-ოდესას რეისები დროებით გააუქმა. გადაწყვეტილების მიზეზად ავიაკომპანია უკრაინის საომარ მდგომარეობას უკავშირებს.

Bulgaria Air-მა სოფიადან ოდესის მიმართულებით ფრენები მინიმუმ 16 დეკემბრამდე  შეაჩერა, თუმცა რა იქნება შემდეგ რა რა ტიპის გადაწყვეტილებას მიიღებს კომპანია ეს სამომავლოდ გაირკვევა.

შეგახსენებთ, რომ Bulgaria Air-მა სოფია-ოდესა-სოფიას საჰაერო ხაზზე ოპერირება 2018 წლის 2 თებერვლიდან დაიწყო.