IATA ვარაუდობს, რომ ევროპული ავიაკომპანიების შემოსავლები წელს 76 მლრდ დოლარით შემცირდება, მგზავრთნაკადი კი დაახლოებით – 50%-მდე..
ახალი პროგნოზით, COVID-19 გავლენის გამო ევროპულ ქვეყნებში მგზავრთნაკადი დაახლოებით 40-50%-ით შემცირდება. მიმდინარე პროგნოზით, ესპანეთი წელს 93.7 მილიონით ნაკლებ მგზავრს მოემსახურება (-45%), გერმანია 84.4 მილიონით ნაკლებს (-47%), საფრანგეთი 65 მილიონით ნაკლებს (-44%), დიდი ბრიტანეთი 113.5 მილიონით ნაკლებს (-45%), რუსეთი 51.7 მილიონით ნაკლებს (-45%), იტალია 67.7 მილიონით ნაკლებს (-44%), თურქეთი 44.7 მილიონით ნაკლებს (-42%), ნიდერლანდები 23.4 მილიონით ნაკლებს (-43%), საბერძნეთი 21.5 მილიონით ნაკლებს (-43%), პორტუგალია 21.3 მილიონით ნაკლებს (-45%), შვედეთი 17 მილიონით ნაკლებს (-51%), ნორვეგია 20 მილიონით ნაკლებს (-58%).
ავიაკომპანიების შემოსავლების დაახლოებით 76 მილიარდი დოლარით კლებაა მოსალოდნელი, მათ შორის ყველაზე დიდი დანაკარგი გერმანიაზე (14.9 მილიარდი დოლარი), ესპანეთზე (13 მილიარდი), დიდ ბრიტანეთზე (21 მილიარდი) და საფრანგეთზე (11.8 მილიარდი) მოდის.
ახალი პროგნოზით, საავიაციო ინდუსტრიაში საფრთხის ქვეშ დაახლოებით 5.6 მილიონი სამუშაო ადგილია, მათ შორის ესპანეთში 750 ათასი, თურქეთში 426 ათასი, დიდი ბრიტანეთში 401 ათასი, გერმანიაში 399 ათასი, რუსეთში 333 ათასი, საფრანგეთში 317 ათასი.
IATA-მ კრიზისის ევროპული ქვეყნების მშპ-ზეც შეისწავლა. საფრანგეთში ეს გავლენა 49.4 მილიარდი დოლარით შეიძლება შეფასდეს, დიდ ბრიტანეთში 32.8 მილიარდით, საფრანგეთზე 28.5 მილიარდით, გერმანიაზე 28.1 მილიარდით.