ევროპის საუკეთესო „ლოუკოსტერის“ ტიტული EasyJet-მა მოიპოვა. “Best Low-Cost Airlines in Europe 2019”-ი ბრიტანულმა კონსალტინგურმა კომპანია Skytrax-მა გამოაქვეყნა, რომელმაც რეიტინგი 100-ზე მეტ ქვეყანაში 21,65 მლნ მგზავრის გამოკითხვის შედეგად შეადგინა.  გამოკითხვა კი 2018 წლის სექტემბრიდან 2019 წლის მაისის ბოლომდე მიმდინარეობდა.

ევროპის საუკეთესო „ლოუკოსტერების“ რეიტინგში მეორე ადგილზეა ავიაკომპანია Norwegian-ი, ხოლო მესამეზე Ryanair.

აღსანიშნავია, რომ ევროპის საუკეთესო “ლოუკოსტერების” TOP-10-დან საქართველოს ავიაბაზარზე 3 ავიაკომპანია Wizz Air-იairBaltic-ი და Pobeda უკვე ოპერირებენ, ხოლო რაც შეეხება რეიტინგში არსებულ კიდევ ერთ ავიაკომპანიას – Ryanair-ი საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლას 2020 წლიდან განიხილავს.

Best Low-Cost Airlines in Europe 2019

1. EasyJet

2. Norwegian

3. Ryanair

4. Eurowings

5. Vueling Airlines

6. LEVEL

7. Jet2.com

8. Wizz Air

9. airBaltic

10. Pobeda