მალე,  ავიაკომპანია Georgian Airways-ის ავიაპარკს Boeing 737-800 შეემატება, რომლითაც თბილისიდან პირდაპირი რეგულარული ავიარეისები შესრულდება.

როგორც Georgian Airways-ის facebook-ის გვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, Boeing 737-800 ერთდროულად 180 მგზავრის გადაყვანას უზრუნველყოფს, რის შედეგადაც, ავიაბილეთების ფასები მკვეთრად შემცირდება.

“Georgian Airways-ის მენეჯმენტი ყოველდღიურ რეჟიმში აგრძელებს ავიაპარკის განახლების შესახებ მოლაპარაკებებს და ავიაბილეთების ფასების კლებაზე მუშაობას”, განმარტავენ Georgian Airways-ში.

Georgian Airways-ის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ავიაკომპანიამ 2000 წლიდან  საბჭოური თვითმფრინავებით დაკომპლექტებული ავიაპარკის განახლება დაიწყო და დღეს კომპანია რეისებს  BOEING-ის, Embraer-ისა და CRJ-ის ტიპის ავიალაინერებით ასრულებს.

დღეისათვის ავიაკომპანიის მფლობელობაშია:

2 ერთეული BOEING 737-700  სავარძლების საერთო რაოდენობით 132, მათ შორის, 12 ბიზნესკლასის და 120 ეკონომკლასის;

1 ერთეული CRJ 200  სავარძლების საერთო რაოდენობით 50, მათ შორის,  6 ბიზნესკლასის და  44 ეკონომკლასის;

3 ერთეული Embraer 190 – სავარძლების საერთო რაოდენობით 97, მათ შორის, 9 ბიზნესკლასის და 88 ეკონომკლასის.
1 ერთეული  Embraer 196.