EUROCONTROL ვარაუდობს, რომ ევროპის ქვეყნებს შორის 2050 წლამდე ფრენების წლიური ზრდის ტემპით საქართველო პირველ ადგილზე იქნება. ინფორმაცია ორგანიზაციის ახალ ანგარიშშია ასახული. კერძოდ, EUROCONTROL-ის საბაზო სცენარით, 2050 წლამდე საქართველოში წლიური ზრდა 3.3% იქნება.

შედარებისთვის, ისრაელში წლიური ზრდა, სავარაუდოდ 3.1% იქნება, აზერბაიჯანში 3%, კვიპროსში 2.8%, სომხეთში 2.7%. დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ფრენების რაოდენობია, EUROCONTROL-ის ცნობით, გაცილებით დაბალი ტემპით გაიზრდება. მაგალითად, გერმანიაში 0.8%, ხოლო საფრანგეთში 0.7%-ით.