Egencia-ს ცნობით, ბიზნეს მოგზაურებმა ასევე იგრძნეს ქაოსი აეროპორტებში, შედეგები მივლინებების 73%-ი გაუქმდა.

დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთსა და აშშ-ში 2250 საქმიანი მოგზაურის გამოკითხვამ აჩვენა, რომ მათი 69%-ი ელოდება შეფერხებებს მოგზაურობის დროს.

ფორსმაჟორების შესამცირებლად, საქმიანი მოგზაურების 46%-ი ჯავშნის ფრენებს დილით, ხოლო 40%-ი თავს არიდებს გარკვეულ ავიაკომპანიებსა და აეროპორტებს.

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ საქმიანი მოგზაურების 49%-ს ურჩევნია გააუქმოს მოგზაურობა, ვიდრე იყოს “ქაოსის შუაგულში”.

თუმცა, გამოკითხულთა 94%-ი მაინც აღიარებს მივლინების სარგებელს, რადგან პირისპირ შეხვედრები ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

გამოკითხულთა 74%-ი უფრო მეტად იყენებს ციფრულ ინსტრუმენტებს იმ პრობლემების გადასაჭრელად, რომლებსაც ისინი აწყდებიან მოგზაურობის დროს, ხოლო 43%-ი ამბობს, რომ მოგზაურობის ინფორმაციის რეალურ დროში განახლება აუცილებელია და ძალიან სასარგებლოა.

გამოკითხვამ ასევე გამოავლინა საქმიანი მოგზაურების ავტომატიზაციის სურვილი: თუ რამე არასწორედ მოხდება, 28%-ს სურს ფრენების ავტომატურად გადაჯავშნა.

„საქმიანი მოგზაურები სულ უფრო და უფრო აცნობიერებენ, რომ გზაში შესაძლოა პრობლემები შეექმნათ, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარდაჭერის საჭიროება იზრდება. თუ გადაწყვეტთ მოგზაურობას, რა დანიშნულებაც არ უნდა იყოს, მოემზადეთ დროში ინვესტიციისთვის“, – თქვა Egencia-ს პრეზიდენტმა მარკ ჰოლიჰედმა.