ბოლო პერიოდში უფრო მეტი სახელმწიფო ე.წ. კლიმატურ გადასახადს აწესებს. ადგილობრივ მცხოვრებლებს და ტურისტებს მოუწოდებენ, რომ გადაადგილებისათვის ალტერნატიული სახეობის ტრანსპორტი გამოიყენონ. ასეთმა პრაქტიკამ კი შესაძლოა დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები, მათი მთავარი უპირატესობის, იაფი ფრენების გარეშე დატოვოს.
უკვე ცნობილია, რომ მომავალი წლის აპრილიდან ე.წ. ეკოლოგიის გადასახადი გერმანიის მიმართულებით ავიაბილეთების ფასში შევა, რაც თავის მხრივ მის გაძვირებას გამოიწვევს. ავიაბილეთისთვის მგზავრს დამატებით 13,03 ევროს გადახდა მოუწევს. თუ კი მგზავრი საშუალო მაგისტრალური რეისით სარგებლობს, მაშინ მას დამატებით 33,01 ევროს გადახდა მოუწევს.