ევროკომისიამ ე.წ. „შავ სიაში“ არსებულ ავიაკომპანიებს, რომლებიც ფრენის საერთაშორისო სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებენ, ახალი კომპანიები დაამატა. აღნიშნულ სიაში სულ 120 ავიაკომპანიაა, რომელთაც ევროკავშირის ტერიტორიაზე ოპერირება ეკრძალებათ.
ავიაკომპანიების ჩამონათვალს ამ ეტაპზე მოლდოვური ავიაკომპანიები დაემატნენ. გარდა ამისა, შემოწმდა ბელარუსის ავიაკომპანიების საქმიანობა.
როგორც ირკვევა, ყველა მოლდოვური ავიაკომპანია, გარდა ავიაკომპანიებისა: Air Moldova, Fly One და Aerotranscargo – შეყვანილია “შავ სიაში” ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის ხელმძღვანელობის მიერ ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე კონტროლის არარსებობის გამო.
PS. “შავ სიაში” არსებული 120 კომპანიიდან ამ ეტაპზე საქართველოს ავიაბაზარზე მხოლოდ ორი ავიაკომპანია ოპერირებს.