ევროკომისიამ შავ სიაში (EU Air Safety List) 20 რუსული ავიაკომპანია შეიყვანა. აღნიშნულ სიაში მოხვდა რუსეთის ფედერაციის უმსხვილესი ავიაკომპანიები – Aeroflot, Rossiya, Pobeda, Utair, S7.

ამ კომპანიებს ეკრძალებათ ფრენა ევროკავშირის ფარგლებში „რადგან ისინი არ აკმაყოფილებენ უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს“.

კომპანიების შავ სიაში შეყვანა „ასახავს უსაფრთხოების სერიოზულ შეშფოთებას რუსეთის მიერ უცხოელი მფლობელების კუთვნილი თვითმფრინავების იძულებით ხელახალი რეგისტრაციის გამო“, ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.