უმსხვილესმა თვითმფრინავების მწარმოებელმა კომპანიებმა, რუსეთის ბაზრის დატოვების გამო, ტიტანის შეძენა იაპონიიდან დაიწყეს.

იაპონურმა Toho Titanium Co-მ შეკვეთების მიღება ამერიკული ავიაციის მომხმარებლებისგან დაიწყო, რადგან Boeing-მა რუსეთიდან ტიტანის შესყიდვები შეწყვიტა.

შესაბამისად, იაპონური კომპანია ამ ლითონის წარმოებას ზრდის, რომელიც თვითმფრინავების დასამზადებლად აქტიურად გამოიყენება.

Boeing Co-ს და Airbus SE-ს რუსეთიდან შესყიდვებზე უარის თქმის გამო ტიტანზე მნიშვნელოვანი დეფიციტი შეექმნათ.

იაპონურმა კომპანიამ ამერიკელებისგან შეკვეთა მიიღო, რომლის მიხედვითაც 2022 წლის ბოლომდე 2000-დან 3000 ტონამდე ტიტანის ღრუბელი უნდა გაიგზავნოს.

მანამდე თვითმფრინავების მწარმოებლები მუშაობდნენ რუსულ კომპანია VSMPO-Avisma-სთან, მსოფლიოში ტიტანის უმსხვილეს მწარმოებელთან, ეს იყო ლითონის მთავარი წყარო Boeing-ისა და Airbus-ისთვის.

Boeing-მა განაცხადა, რომ მან რუსეთიდან შესყიდვა შეწყვიტა მარტის დასაწყისში. Airbus კვლავ აგრძელებს ტიტანის მიღებას VSMPO-Avisma-სგან, მაგრამ მარტში განაცხადა ალტერნატიული მარაგების ძებნის შესახებ.