COVID-19-ის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ევროკომისია ავიაგადამზიდავების მიერ მგზავრთა გადაყვანის ახალ წესებზე მუშაობს.
როგორ ტრანსპორტის საკითხებში ევროკომისარმა ადინა იონა ვალეანმა სიციალურ ქსელში დაწერა, სტრატეგიაზე მუშაობა მიმდინარეობს და მაისის შუა რიცხვებში უკვე მზად იქნება.
გარდა ამისა, შეთავაზებების პაკეტში შედის თვითმფრინავების და აეროპორტების დეზინფექცია, ასევე მგზავრებისათვის სავალდებულო იქნება ფრენის დროს ნიღბების ტარება.
ახალი წესები კი აქტიური იქნება მანამდე, ვიდრე COVID-19-ის ვაქცინის სერიული წარმოება არ დაიწყება.