ევროპაში მოგზაურობის შესახებ ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემა 2025 წლის მეორე ნახევრიდან ამოქმედდება. ევროკავშორში საქართველოს წარმომადგენლობა ევროგაერთიანებაში მგზავრობის მსურველებს ინფორმაციას აწვდის, რომ ევროკავშირის ქვეყნების მინისტრების მიერ დამტკიცებული სამოქმედო გეგმის მიხედვით, “ევროპაში მოგზაურობის შესახებ ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემა” (ETIAS) ნაცვლად 2024 წლისა ამოქმედდება 2025 წლის მეორე ნახევარში.

7 მითი და ფაქტი “ევროპაში მოგზაურობის შესახებ ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემის” (ETIAS) შესახებ:

#1

 ETIAS აუცილებელია შენგენის 27 ქვეყანაში სამოგზაუროდ.

 უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე მოგზაურებს დასჭირდებათ “ევროპაში მოგზაურობის შესახებ ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემის” (ETIAS) მოქმედი ავტორიზაცია ევროპის 30 ქვეყანაში შესასვლელად. მათ შორისაა შენგენის 27 ქვეყანა, ასევე ბულგარეთი, რუმინეთი და კვიპროსი. ევროპის ქვეყნების სრული სია, რომლებიც ETIAS-ს ითხოვენ.

#2

❌ETIAS არის ახალი ვიზა 60 ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებსაც მანამდე  ევროპაში გასამგზავრებლად ვიზა არ სჭირდებოდათ.

✅ ETIAS არ არის ვიზა. მსგავსი სამოგზაურო ავტორიზაციის მოთხოვნა უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე ქვეყნების მოქალაქეებისთვის არის ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადასა და ავსტრალიაში.

ვიზაზე განაცხადის შეტანისგან განსხვავებით, მოგზაურებს შეეძლებათ ETIAS-ის ავტორიზაციის მისაღებად განაცხადს ონლაინ შევსება, განაცხადის შესატანად არ არის საჭირო საკონსულოში წასვლა და განაცხადის პროცესის ფარგლებში ბიომეტრიული მონაცემები არ შეგროვდება.

ETIAS-ის ავტორიზაცია საშუალებას აძლევს მოგზაურებს შევიდნენ და დარჩნენ ევროპის ქვეყნების ტერიტორიაზე, რომლებიც მოკლევადიანი ვიზიტებისთვის (90 დღემდე ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში) ETIAS-ს მოითხოვენ. ის არ აძლევს განმცხადებლებს უფლებას ისწავლონ, იმუშაონ ან ხანგრძლივი ვადით დარჩნენ ამ ქვეყნების ტერიტორიაზეთუ უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე ქვეყნების მოქალაქეებივისაც ETIAS-ის ავტორიზაცია მოთხოვებათ, აპირებენ უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ევროპულ ქვეყანაში დარჩენასმუშაობისსწავლის ან ცხოვრების მიზნით, დიდი ალბათობით მათ გრძელვადიანი ვიზა დასჭირდებათშეიტყვეთ მეტითუ ვინ უნდა შეიტანოს განაცხადი ETIAS-ის მისაღებად.

#3

 არსებობს მრავალი ვებგვერდირომელიც ETIAS-ზე განაცხადის შეტანისთვის შეიძლება იყოს გამოყენებული.

 ETIAS-ის მხოლოდ ერთი ოფიციალური ვებგვერდი არსებობსtravel-europe.europa.eu/etias

ასევე არსებობს მრავალი არაოფიციალური ვებსაიტი, რომლებსაც კომერციული შუამავლები მართავენ. მას შემდეგ, რაც 2025 წელს ETIAS-ი ამოქმედდება, კომერციული შუამავლები ETIAS-ის ოფიციალურ ვებგვერდს გამოიყენებენ იმისთვის, რომ თავიანთი კლიენტების სახელით განაცხადები შეიტანონ.  ETIAS-ის რეგულაციების მიხედვით ნებადართულია სხვების სახელით განაცხადების შეტანა, მაგრამ უფრთხილდით თაღლითებს! წაიკითხეთ მეტი ETIAS-ის არაოფიციალური ვებგვერდების შესახებ

#4

 ETIAS 5 წლის განმავლობაში მოქმედებს.

 ETIAS-ის სამოგზაურო ავტორიზაცია ძალაში იქნება 3 წლის განმავლობაში ან სანამ განაცხადში მითითებული პასპორტის მოქმედების ვადა ამოიწურებარომელიც პირველი მოხდება.

#5

 ETIAS-ის განაცხადზე უარის მიღების შემთხვევაში მოგზაურებს მის სანაცვლოდ შენგენის ვიზაზე განაცხადის შეტანა შეუძლიათ.

 უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე მოგზაურები ვერ შეიტანენ განაცხადს ვიზაზე ETIAS-ის მიღებაზე უარის შემთხვევაში. ვიზა და ETIAS არის სხვადასხვა ტიპის ავტორიზაციარომელიც განკუთვნილია სხვადასხვა კატეგორიის მოგზაურთათვისთუ უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე მოგზაურს არ აქვს ETIAS მოქმედი სამოგზაურო ავტორიზაციამას არ ექნება უფლება გადაკვეთოს გარე საზღვრები ევროპის ქვეყნებისასადაც ETIAS არის საჭიროშეიტყვეთ მეტითუ რა უნდა გააკეთოთ, თუ თქვენს განაცხადზე უარს მიიღებთ.

#6

 ETIAS-ზე განაცხადის გაკეთება მხოლოდ 18-70 წლამდე ასაკის ადამიანებს სჭირდებათ.

 უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე მოგზაურსასაკის მიუხედავადუნდა ჰქონდეს ETIAS სამოგზაურო ავტორიზაციაამასთანგანმცხადებლებირომლებიც არიან 18 წლამდე ან 70 წელზე მეტი ასაკისთავისუფლდებიან განაცხადის შეტანის საფასურის – ევროს გადახდისგან. მოიძიეთ მეტი ინფორმაცია ETIAS განაცხადის საფასურის შესახებ.

#7

 ETIAS-ზე განაცხადის შეტანისასგანმცხადებლებმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია თავისი ჯანმრთელობის შესახებ.

 ETIAS სამოგზაურო ავტორიზაციაზე განაცხადის შეტანისას სამედიცინო ინფორმაციის წარდგენა  საჭირო არ არის. განაცხადის ფორმის შევსებისას მოგზაურებს მოეთხოვებათ პირადი ინფორმაციის მოწოდებამათ შორის მისამართისაპასპორტო მონაცემებიდასაქმება  და ინფორმაცია კონფლიქტის ზონებში წარსულში მოგზაურობის ან ნასამართლობის შესახებწაიკითხეთ მეტითუ რა არის საჭირო ETIAS-ზე განაცხადის შეტანისთვის.

ინგლისურენოვანი ორიგინალური ვერსია შეგიძლიათ იხილოთ აქ.