ბარსელონას საქალაქო საბჭო ესპანეთის მთავრობას მოუწოდებს შეზღუდოს „ოქროს ვიზების“ გაცემა.საბჭოს მიერ ოფიციალური მიმართვა უკვე გაგზავნილია.
ბარსელონას ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ამჟამინდელი კანონი იწვევს უკონტროლო გენტრიფიკაციას, რაიონების იდენტობის დაკარგვას და ძირძველი მაცხოვრებლების „გაძევებას“, რომლებიც ვეღარ ქირაობენ საცხოვრებელს ქალაქში. იგივე პრობლემების წინაშე დგანან ადგილობრივები მთელი ქვეყნის მასშტაბით.
„ოქროს სავიზო პროგრამა“ ესპანეთში 2013 წელს ამოქმედდა. ათი წლის განმავლობაში დაახლოებით 15 000 უცხოელმა მიიღო ბინადრობის ნებართვა ქვეყანაში 500 000 ევროზე მეტი ღირებულების უძრავი ქონების შეძენის სანაცვლოდ.