ევროკავშირმა საქართველო COVID-19-სგან უსაფრთხო ქვეყნებს შორის უკვე მესამედ დაასახელა.
✅ საქართველო ისევ უსაფრთხო ქვეყანაა, რადგან:
? საქართველოს მიერ გატარებული ღონისძიებები ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გასაკონტროლებლად, იყო დროული.
? ევროპის არცერთ ქვეყანას არ გაუცია ნეგატიური რეკომენდაცია პანდემიის პირობებში საქართველოსთან მიმართებაში.
? საქართველოში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია, ევროპის საშუალო მაჩვენებელთან მიმართებაში, არის იგივე ან უკეთესი – შემთხვევების საერთო რაოდენობა 100 ათას მოსახლეზე არ აღემატება ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს.
? ქვეყანამ უზრუნველყო მოქალაქეების სოციალური დისტანციის დაცვა და გადადგა ქმედითი ნაბიჯები პანდემიის პირობებში მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
? საქართველოს აეროპორტები, სადაც აღდგება ფრენები, აკმაყოფილებენ ICAO სტანდარტებს – რომელიც წარმოადგენს გაეროს (UN) მიერ განსაზღვრულ საჰაერო ტრანსპორტის დაგეგმვისა და განვითარებას და ასევე, უსაფრთხო მოგზაურობის საერთაშორისო სტანდარტებს.
? ის აეროპორტები, რომლებიც მიიღებენ/გაამგზავრებენ მოგზაურებს, არის ევროპის უსაფრთხო ავიაციის (European Union Aviation Safety EASA) სიაში – რომელიც მსოფლიო პანდემიის დროს, სხვა მანამდე არსებულ რეგულაციებთან ერთად, ითვალისწინებს უსაფრთხოების იმ სტანდარტებს, რომლებიც განსაზღვრულია COVID-19-ის გადაცემის რისკის შემცირების მიზნით