ევროკავშირისთვის Pfizer/BioNTech-ის მიერ წარმოებული COVID-19-ის ვაქცინის ღირებულება (ერთი დოზა) დაახლოებით 15,5 ევრო, ანუ 18,9 დოლარი იქნება.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია შიდა დოკუმენტებზე დაყრდნობით ავრცელებდა, ეს იმ დროს როდესაც ევროპის მარეგულირებელს ვაქცინა ჯერ კიდევ დაუმტკიცებელი არ ჰქონდა. ირკვევა, რომ აღნიშნული ფასით ევროკავშირი მთლიანობაში ვაქცინის 300 მლნ დოზას შეიძენს.
თუმცა საგულისხმოა, რომ აღნიშნული ტარიფი აშშ-ს მიერ 100 მლნ დოზა ვაქცინაში გადახდილ ტარიფთან (19,5 აშშ დოლარი) შედარებით ოდნავ დაბალია.
საგულისმოა, რომ გასულ კვირას, ბიუჯეტის საკითხებში ბელგიის სახელმწიფო მდივანმა ევა დე ბლეკერმა Twitter-ზე შეცდომით გამოაქვეყნა მასალა ვაქცინის ფასების შესახებ. საიდანაც ირკვევა, რომ Pfizer-ის ვაქცინის ღირებულება ბელგიისთვის 12 ევრო იქნება.
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლეიენის თქმით, ევროკავშირის ქვეყნებისთვის ევროპის სამედიცინო სააგენტომ კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა დაამტკიცა.