ინდოეთის პრეზიდენტის ამ ნათხ კოვინდის ქალიშვილი ავიაკომპანია Air India-ში ბორტგამცილებლად მუშაობდა და საერთაშორისო რეისებს ემსახურებოდა. მისი სტატუსის შესახებ თანამშრომლებმა არაფერი იცოდნენ, მანამდე ვიდრე ის ავიაკომპანიის შტაბ ბინაში ახალ თანამდებობაზე არ გადაიყვანეს. ეს უკანასკნელი კი უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე მოხდა. 

სვატი არ იყენებდა მამის გვარს და იმდენად მოკრძალებულ ცხოვრებას ეწეოდა, რომ კოლეგებმა, რომ ის პრეზიდენტის ქალიშვილი იყო მხოლოდ მაშინ გაარკვიეს, როდესაც ის მათ დაემშვიდობა.