საფრანგეთმა, გერმანიამ და შვედეთმა პროექტის Future Mid-Size Tactical Cargo (FMTC) განხორციელება დაიწყეს, რომელიც ფარგლებშიც ახალი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის შემუშავება იგეგმება, რომელიც ჩაანაცვლებს Lockheed Martin C-130 Herculesსა და Casa CN-235.
მხარეებს შორის შეთანხმებას ხელი 23 ივნისს საფრანგეთის საჰაერო კოსმოსური ძალების მიერ ორგანიზებულ European Wings-ის ღონისძიებაზე მოეწერა. მალე ინიციატივას სხვა ქვეყნებიც შეუერთდებიან.
საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ახალი თვითმფრინავის განვითარება შესაძლოა დაახლოებით 2026-2027 წლებში დაიწყოს. FMTC უნდა აკმაყოფილებდეს Airbus A400M-ის უფრო მცირე ალტერნატივის საჭიროებას.
შეგახსენებთ, რომ ევროკომისიამ გამოაცხადა ტენდერი „მომავალი ტაქტიკური სატრანსპორტო თვითმფრინავის შესაძლო განვითარების“ ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის მიზნით. ტენდერი 2022 წლის 24 ნოემბერს დასრულდება.