ბოლო პერიოდში აეროპორტ “სტამბოლში” არსებული ფასები სოციალურ ქსელებში განხილვის საგანია. როგორც თვითმხილველები წერენ, აეროპორტში საკვებისა და სასმელების ფასები საკმაოდ გაძვირებულია. ირკვევა, რომ აეროპორტში ერთი ბოთლი წყალი 31 ლირად იყიდება, სენდვიჩები 110 ლირად, დიდი პიცები 530 ლირად.

ამასთან, სასმელის ერთი ქილა აქ 63 ლირა ღირს, რაც მაღაზიაში არსებულ ფასს 8,4-ჯერ აღემატება.

აღსანიშნავია, რომ ბოლო თვეებში თურქეთში ინფლაციის რეკორდული მაჩვენებლები ფიქსირდება და ის 78%-ს აღწევს.