ევროკავშირის საბჭო და ევროპარლამენტი შუალედურ შეთანხმებამდე მივიდნენ ერთიანი ევროპული სავიზო ინფორმაციის სისტემის (VIS) გაძლიერების ძირითადი ელემენტების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს ევროკავშირის ქვეყნების მოკლევადიანი და გრძელვადიანი ვიზების ყველა მიმღების დამატებითი ინფორმაციის შეგროვებას და მუდმივ მონიტორინგს, მათ შორის ახალი ბიომეტრიული ინფორმაციის შეგროვებას. – აღნიშნულია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში.
ახალ შეთანხმებაში ბიომეტრიული ინფორმაციისთვის შეგროვებისთვის მოთხოვნები განახლებულია. ახალ მონაცემთა ბაზაში ქაღალდის ფოტომასალა აღარ იქნება გამოყენებული, მხოლოდ მაღალი გარჩევადობის ციფრული სურათები, რომლებიც სახის ამომცნობ პროგრამებში გამოსაყენებლად ყველა პარამეტრს შეიცავს. ბავშვებისთვის კი თითის ანაბეჭდის სავალდებულო ასაკი 12-დან ექვსამდე შემცირდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება ატარებს შუალედურ ხასიათს და მისი ძალაში შესვლისთვის მრავალი სამართლებრივი ეტაპია გასავლელი, მათ შორის ევროკავშირის საბჭოს მიერ საბოლოო დოკუმენტის დამტკიცება. სწორედ ამიტომ მისი ძალაში შესვლის თარიღი ჯერ არ არის განსაზღვრული.
”მიგრაციის გამოწვევებისა და უსაფრთხოების რისკების შეცვლის საპასუხოდ, ევროკავშირი სავიზო ინფორმაციის სისტემას აუმჯობესებს, რომელიც გამოყენებული იქნება იმისთვის, რომ აღირიცხოს შენგენის ზონაში მოკლევადიანი ვიზის მიღება,” – ნათქვამია დოკუმენტში.