ევროკავშირი რუსეთისთვის საჰაერო სივრცეს ხურავს. ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსული ავიაკომპანიები ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების აეროპორტებში აფრენა/დაფრენას ვეღარ შეძლებენ.
“ჩვენ ვკეტავთ ევროკავშირის საჰაერო სივრცეს რუსეთის კუთვნილი, რუსეთში რეგისტრირებული ან რუსეთის მიერ კონტროლირებადი თვითმფრინავებისთვის. ისინი ვერ შეძლებენ დაშვებას, აფრენას, ან ევროკავშირის ტერიტორიის თავზე ფრენას, მათ შორის ოლიგარქების პირადი თვითმფრინავები“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.