ევროკომისია დიდ ბრიტანეთს სთავაზობს ახალგაზრდების მობილობის შესახებ დადოს შეთანხმება. ეს დაეხმარება ახალგაზრდებს მარტივად იმოგზაურონ, იმუშაონ და ისწავლონ საზღვარგარეთ ბრექსიტის შემდეგაც კი.
თუ აღნიშნულ შეთანხმება იქნება მიღებული, მაშინ ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნისა და დიდი ბრიტანეთის 18-დან 30 წლამდე მოქალაქეები მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში შეძლებენ თავისუფლად გადაადგილდნენ ქვეყნებში, ხოლო სტუდენტებისთვის შესაძლებელი იქნება სწავლის თანაბარი საფასურის გადახდა ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში.
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ღიაა მოლაპარაკებებისთვის. მან ასევე შესთავაზა თავისი მობილობის სქემები ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანას.