მორიგი ნაბიჯი ელექტროავიაციის კომერციულ მომსახურებაში გამოყენებისკენ – Eviation-ის კუთვნილმა სრულად ელექტროთვითმფრინავმა Alice-მა პირველი სატესტო ფრენა შეასრულა.
თვითმფრინავის პროტოტიპი წარმატებით აფრინდა და დაეშვა აშშ-ში, Moses Lake Grant County-ის საერთაშორისო აეროპორტში.
Alice-ი პირველად 2019 წელს პარიზის საჰაერო შოუზე წარადგინეს. ეს არის ორძრავიანი ელექტრო საჰაერო ხომალდი 640 კვტ magniX და magni650 ძრავებით.
მწარმოებლის ინფორმაციით, საჰაერო ხომალდი შეძლებს 9 პირის გადაყვანას, როცა თვითმფრინავის დატვირთვის ჯამური მასა 1 134 კგ-ს არ აღემატება და დაახლოებით 815 კილომეტრს დაფარავს.
Alice-ის ძრავები რამდენიმე სახის ტესტით უკვე შეამოწმეს.